აქტუალური
დღეს თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, გაიხსნა კონფერენცია თემაზე: „საქართველოში ანალოგიური ტელერადიომაუწყებლობიდან ციფრულ ტელერადიომაუწყებლობაზე გადასვლის აქტუალური საკითხები“. მისი ორგანიზატორები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ევროპის კომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის პროექტი.
კონფერენციის მიზანია ევროპის ქვეყნებში ციფრულ ტელერადიომაუწყებლობაზე გადასვლის სფეროში არსებული გამოცდილების ქართველი კოლეგებისთვის გაზიარება. ევროკავშირის გადაწყვეტილებებით, ევროპის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა 2015 წლამდე უნდა განხორციელდეს.