„ნიუპოსტი“: „სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, ილია მეორემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შობა-ახალი წელი მიულოცა“
საქართველო, 9 იანვარი,
საქინფორმი. „მიიღეთ ჩემი მილოცვა შობა-ახალი წლის ზეიმთან დაკავშირებით. დღესასწაულთან, რომელიც სიხარულით აღავსებს ყოველი ადამიანის გულს.
გისურვებთ ჯანმრთელობას, მრავალჟამიერ სიცოცხლეს და ღვთის სათნო საქმეთა აღსრულებით მინიჭებულ ბედნიერებას“, - ნათქვამია პატრიარქის მილოცვაში.