სამართალი
ზვიად კვაჭანტირაძე: „საქართველოში რუსული ინვესტიციების მოზიდვა სააკაშვილის და ბენდუქიძის პოლიტიკა იყო“

1kvaCantiraZe-samart-2საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. თუ "როსნეფტის" საქმიანობა აფხაზეთში დადასტურდება, ეს რა თქმა უნდა, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის დარღვევა იქნება, - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ვაჭანტირაძემ, "როსნეფტის" მიერ კომპანია Petrocas Energy Group-ის აქციების 49%-ის შეყიდვასთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა. კვაჭანტირაძის განცხადებით, "როსნეფტის" საკითხი საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განხილვის საგანი არ ყოფილა.

ამ ფაქტზე მაქვს ჩემი დამოკიდებულება და საკმაოდ კრიტიკულად ვუყურებ, მაგრამ ეს არის პროცესი, რომელსაც ხელისუფლება ასე მარტივად ვერ გააკონტროლებს, მით უმეტეს, რომ რუსული ინვესტიციების მოზიდვა საქართველოში ძალიან დიდი ხნის წინ დაწყებული თემაა. ეს იყო სააკაშვილის პოლიტიკა, ბენდუქიძის პოლიტიკა და ამის შესახებ ყველამ კარგად იცის", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.