სამართალი
ბერუჩაშვილი: „ფოთის პორტი არის სტრატეგიული ობიექტი და ის იქნება გახსნილი ყველასთვის“

1port-samart-1საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. Petrocas Energy Group-ის აქციების 49%-ის რუსულ კომპანია "როსნეფტზე" გასხვისების საკითხი ძალიან დელიკატური თემაა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა. კითხვის პასუხად - არღვევს თუ არა "როსნეფტი"საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, ეს კომპანია ოკუპირებულ აფხაზეთში საქმიანობს, თამარ ბერუჩაშვილი აცხადებს, რომ კანონის დარღვევა ამ ეტაპზე არ ხდება.

ფოთის პორტი არის ჩვენი სტრატეგიული ობიექტი და შესაბამისად, ის იქნება გახსნილი ყველასთვის და არ იქნება არანაირი შეზღუდვა. ამ თემას თვალყურს ადევნებს ყველა ის უწყება, ვისაც ეს საკითხი ეხება. ეს კომპანია არ ოპერირებს საქართველოს ტერიტორიაზე. თუმცა მე ამ სფეროში ალბათ დაზუსტება დამჭირდება", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.