რელიგია
ირაკლი ღარიბაშვილი სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას მეუღლესთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო
1Troica-saz-1-rel-2საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. სულით და გულით ვულოცავ მთელს საქართველოს დღევანდელ  შობის დღესასწაულს; მინდა, ყველას ვუსურვო სულიერი სიმშვიდე, სიმტკიცე და გაძლიერება, - ასე მიულოცა პრემიერ-მინისტრმა დღესასწაული საქართველოს მოსახლეობას საშობაო წირვის დასრულების შემდეგ. სადღესასწაულო ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა. საზეიმო წირვის დაწყებამდე პატრიარქის საშობაო ეპისტოლე წაიკითხეს. „ძალიან გამიხარდა, რომ პატრიარქი საშობაო ეპისტოლეში შეეხო ოჯახის ინსტიტუტს და ისაუბრა ოჯახის სიმტკიცეზე. ჩვენი სახელმწიფოს ძლიერება დაფუძნებულია ოჯახის სიძლიერეზე",- განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას. საზეიმო წირვის დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრმა მეუღლესთან ერთად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დამდეგი შობა პირადად მიულოცა.