აქტუალური
მინისტრის გადაწყვეტილებით, სასმელი წყლით, საკვები და პირველადი მოხმარების პროდუქტებით დატვირთული ავტომანქანები თბილისიდან მლეთაში ჩავიდნენ და თოვლში ჩარჩენილ მოსახლეობას დაურიგეს. ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მღებრიშვილი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზაზა ფანცულაია, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ცინარიძე და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი ივანე ზურაბაშვილი.