აქტუალური
გზის ამ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი უკვე მოიხსნა. იმ შემთხვევაში, თუკი მეტეოროლოგიური პირობები არ გაუარესდება, გუდაურამდე გზის გაწმენდა დღის ბოლომდე დასრულდება.
საქართველოს სხვა მაღალმთიან რეგიონებში დაწესებული რეჟიმები ნარჩუნდება. დიდთოვლობის ყველა ადგილას მობილიზებულები არიან საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს საავტოობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი ტექნიკა და სპეციალისტები.