აქტუალური
ნინოწმინდაში გზის გაწმენდა სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს

1RasCistka-aqtual-1საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში,  საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ ავტო-მაგისტრალზე უამინდობის გამო დარჩენილი მგზავრებისა და მძღოლების ევაკუაცია დაასრულა.

ამ დროისთვის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ამინდი მეტ-ნაკლებად გაუმჯობესებულია. საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ ავტომაგისტრალზე სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს გზის გამწმენდი სამუშაოები. მათი გაგრძელება მეტეოროლოგიურ პირობებზეა დამოკიდებული.