პოლიტიკა
,,მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის’’ ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი დღეს მოსკოვში გაემგზავრა. როგორც საქინფორმს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში ნოღაიდელი რუსეთის მმართველი პარტიის - "ედინაია როსიას" ხელმძღვანელებს შეხვდება, აგრეთვე, - ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.
ნოღაიდელის თანაგუნდელმა პეტრე მამრაძემ კი ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ზურაბ ნოღაიდელი ხელისუფლების გასაკეთებელ საქმეს აკეთებს და ცდილობს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას: ,,ზურაბ ნოღაიდელის ვიზიტი მოსკოვში ითვალისწინებს მოლაპარაკებებს მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან, რათა დაბრუნდეს ქართული პროდუქცია რუსეთის ბაზარზე, გამარტივდეს საჰაერო მიმოსვლა რუსეთთან და იყოს ორ ქვეყანას შორის ცივილიზებული და დიპლომატიური ურთიერთობა. ამასთან, ნოღაიდელი არ ივიწყებს მოსკოვში მცხოვრებ აფხაზ და ოს ხალხს, ის მათთან შეხვედრებს გამართავს’’.