რელიგია
ილია მეორე: „ევროპასთან და ამერიკასთან არსებულ ურთიერთობასთან ერთად, ჩვენ უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება რუსეთთან"

1russia-pol-1-an-1საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე განცხადებით, რომელიც მან პირველი არხის ეთერში, გადაცემაში მშვიდობით იარაღო” გააკეთა, საქართველომ უნდა დაიწყოს მოლაპარაკება რუსეთთან.

"რუსეთი დიდი ქვეყანაა და დიდი ქვეყანა მუდამ ცდილობს კიდევ უფრო მოემატოს ტერიტორიები. ზოგიერთი ქვეყანა დაავადებულია ასეთი სენით - ტერიტორიის სენით; უნდა, რომ მიიმატოს ტერიტორია მიუხედავად იმისა, რომ იმ არსებულსაც ვერ უვლის. ევროპის დემოკრატიული ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები 20 წელია ეუბნებიან, რომ ისინი მხარს გვიჭერენ, მაგრამ რუსეთი მაინც თავისას აკეთებს. ევროპასთან და ამერიკასთან არსებულ ურთიერთობასთან ერთად, ჩვენ უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება რუსეთთან," - ამბობს პატრიარქი.