საზოგადოება
ფინანსთა სამინისტროს ახალი სამიზნე „ოქროს ბირჟაა“

oqros-birzhaფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ე. წ. ოქროს ბირჟაზე შევიდა. მოგეხსენებათ, თბილისში, ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, არსებული „ოქროს ბირჟა“ ყველაზე დიდი საიუველირო ბაზრობაა. იქ ათასობით ადამიანია დასაქმებული, მათ შორის, - უამრავი ლტოლვილი. „ოქროს ბირჟა“, 10 წელზე მეტია, რაც ფუნქციონირებს და საიუველირო ნაწარმის შესაძენად ყველაზე მრავალფეროვან ადგილად მიიჩნევა.
როგორც საქინფორმისთვის გახდა ცნობილი, ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთი დღის მუშაობის შემდეგ, ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტების მოუწესრიგებლობის ბრალდებით, „ოქროს ბირჟაზე“ რამდენიმე ინდმეწარმე დააკავეს და ვაჭრობის უფლება დროებით შეუჩერეს. როგორც ცნობილია, მათ ჯერ არ დაუსრულებიათ მუშაობა; სავარაუდოდ, დაკავებულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება. შემოსავლების სამსახურში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.