სამართალი
პროცესის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა ბრალდებულ ლევან ჩაჩუას ადვოკატმა ზურაბ ტაბიძემ, რომლის თქმით, ბრალდების მხარე გეგმავს სასამართლოში მოითხოვოს იმ ვიდეომასალის დათვალიერება, რომელიც ჟვანიასა და უსუპოვის ცხედრების ექსპერტიზის დროს არის გადაღებული. ამასთან, ჩაჩუას პროცესზე უნდა დაიკითხონ ჟვანიას დაცვის თანამშრომლები კობა ხარშილაძე და მიხეილ ძაძამია. ადვოკატი განცხადებით, ამ ეტაპზე გამოკვლეული მტკიცებულებების მიხედვით, ლევან ჩაჩუას მიმართ გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს.
ლევან ჩაჩუას, რომელიც რამდენიმე ხნის წინ პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ბრალად სამსახურებრივი გულგრილობა ედება.