საზოგადოება
„თუ რუსეთში კრიზისია, ეს ევროპისთვის მაინცდამაინც კარგი არ არის. ვფიქრობ, სანქციები უნდა შეჩერდეს. თუ იქნება პროგრესი, სანქციები უნდა მოიხსნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი კვლავ ძალაში დარჩება", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ვლადიმერ პუტინის მთავარი მიზანია, აღკვეთოს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება.
"პუტინს არ სურს აღმოსავლეთ უკრაინის ანექსია, ეს თავად განმიცხადა. ერთადერთი, რაც მას უნდა, რომ უკრაინა არ შევიდეს ნატოში", - აღნიშნა ფრანსუა ოლანდმა.