საზოგადოება
თბილისში დაფუძნდება კოალიცია „გაბრაზებული მოქალაქე“ სლოგანით - „ აბა, ჰე, აბა ჰო!“

1raserJeni-sazog-2საქართველო, 7 იანვარი, საქინფორმი. 10 იანვარს თბილისში ახალი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი კოალიცია დაფუძნდება, რომლის უპირველესი ამოცანა „საზოგადოების კუხნიდან გამოყვანა“ იქნება. მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი გია კორკოტაშვილის განცხადებით, აღნიშნული გაერთიანება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას.

ოცნებაძალიან დაბნეულია, ჯოხი ბიძინა ივანიშვილზე ტყდება, ბიძინა არის გუნდის მწვრთნელი, ასევე მოთამაშე მწვრთნელი და მოთამაშეც. მექართული ოცნებისმხარეზე ვარ მინდა საზოგადოება შეგროვდეს, ერთ მუშტად შეიკრას და დაანახოს, რაშია სუსტი ხელისუფლება და ვინ არის ამაში დამნაშავე. თუ ამ ხელისუფლებას და სახელმწიფოს უნდა, რომ ერთად ვიაროთ, მაშინ მოგვისმინოს“, - აცხადებს კორკოტაშვილი.

მისი თქმით მოძრაობაში ყველა ტიპის ადამიანი გაერთიანდება, მათ შორის ძველი ძალოვანები, ვეტერანები, არასამთავრობოები და ახალგაზრდები.

წყარო „კვირის ქრონიკა“