საზოგადოება
მესტიის აეროპორტი მგზავრებს 20 დეკემბრიდან მიიღებს

mestia-aeroportiმესტიის აეროპორტი პირველი მგზავრის მიღებას 20 დეკემბრიდან შეძლებს. აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკების მშენებლობა უკვე დასრულებულია. აეროპორტი თვითმფრინავების მიღებას დროის ნებისმიერ მონაკვეთში შეძლებს. ზამთრის პერიოდში მესტიის აეროპორტი 18 ადამიანის ტევადობის თვითმფრინავებს მიიღებს, ხოლო ზაფხულში 50 ადამიანის ტევადობის თვითმფრინავის მიღება შეეძლება. მესტიაში ახალი აეროპორტის მშენებლობა 3 თვის წინათ დაიწყო და დღეისთვის უკვე სამუშაოს უდიდესი ნაწილი შესრულებულია - დასრულებულია აეროპორტის შენობა და 1120-მეტრიანი ასაფრენი ბილიკი. მესტიის აეროპორტი ზღვის დონიდან 1400 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.