პოლიტიკა
სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭო დაინტერესებულია საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებით

1sovet-polit-3საქართველო, 7 იანვარი, საქინფორმი. საქართველოსა და სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) წევრს ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა და ფორმატი, ასევე რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს საუდის არაბეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ და საბჭოს გენერალურმა მდივანმა აბდულატიფ ალ-ზაინიმ.
სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალურმა მდივანმა საქართველოსთან ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყებისა და სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართული მხარის მზადყოფნას ხელი მოაწეროს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ სამდივნოს შორის კონსულტაციების მექანიზმების შესახებ მემორანდუმს, რომლზეც მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

შეხვედრა 2015 წლის 4 იანვარს ქალაქ ერ-რიადში გაიმართა.