პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოძმე სომეხ ხალხს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს ულოცავს

1armyane-polit-1საქართველო, 7 იანვარი, საქინფორმი. „გულითადად ვულოცავ ჩვენს მოძმე სომეხ ხალხს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს. მშვიდობას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ თითოეულ ოჯახს.

ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთის მხარდამხარ ვქმნიდით საკუთარ ისტორიას, ვამყარებდით ურთიერთპატივისცემას, ძმობას, სიყვარულს და მჯერა, სწორედ ამ გზით გავაგრძელებთ თანაცხოვრებას", - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.