უცხოეთი
საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ მოიწონა ახალი სანქციების შემოღება კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ, ამერიკულ კომპანია Sony Pictures Entertainment-ზე ჰაკერული შეტევების განხორციელების საპასუხოდ. სანქციების სიაში მოხვდნენ სამი კომპანია კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკიდან, ასევე, ათი ჩინოვნიკი, მათ შორის, უწინ ირანში, სირიაში, რუსეთსა და ნამიბიაში მომუშავე პირები. ამ პირებსა და კომპანიებს აშშ-ის საფინანსო სისტემაზე წვდომაზე უარი ეთქმებათ, ხოლო აშშ-ის მოქალაქეებს აეკრძალებათ ერთობლივ ფინანსურ ოპერაციებსა და გარიგებებში მონაწილეობა.