რელიგია
მამა ილია კარტოზიას გადმოსვენების და დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს

1rasxodi-samart-3-religსაქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ბორან Norman Atlantic-ზე დაღუპული მამა ილია კარტოზიას საქართველოში გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.

პრემიერი მამა ილიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილსაც ავრცელებს.

"მცხეთის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, მამა ილია კარტოზიამ ყველას სამოქალაქო გმირობის მაგალითი უჩვენა. მან საკუთარი სიცოცხლის ფასად იხსნა ცეცხლმოკიდებულ ბორანზე მყოფი მოქალაქეები. ეს არის დიდი ტრაგედია, რომელიც ამავდროულად, სიამაყით გვავსებს. მსგავსი გმირობა სათანადო დაფასებას საჭიროებს. მისი ხსოვნა მუდამ იქნება თითოეული ჩვენგანისთვის ძვირფასი", - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.