საქართველოს ტერიტორიულ წყლებში აშშ-ის სამხედრო გემი შემოვა
ხომალდი „გონსალესი“ ამერიკის სამხედრო საზღვაო ძალებს ეკუთვნის.
სასაზღვრო პოლიციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი - აშშ-ის გემის მეთაური აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორსა და სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდება.
30 ნოემბერს კი ამერიკელი სტუმრები ქართველ კოლეგებს საკუთარ ხომალდზე უმასპინძლებენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიება. ასევე, გაიმართება ამერიკული ხომალდისა და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდის ეკიპაჟთა შორის ამხანაგური მატჩი ფეხბურთში.
„გონსალესი“ საქართველოს საზღვაო სივრცეს 2 დეკემბერს დატოვებს.