სამართალი
"უდოს" კომისიის გაუქმებას "პატიმრობის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ პარლამენტს განსახილველად უკვე წარუდგინა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია საბჭოს საქმიანობაზე საერთო ზედამხედველობას ახორციელებდა და პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლებასთან თუ სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით გადაწვეტილებებს თავადაც იღებდა. ე.წ. უდოს კომისია შვიდი წევრისგან შედგება.