შეწყალების კომისიის თავმჯდომარე "უდოს" კომისიის გაუქმებას მიესალმება
საქართველო, 6 იანვარი,
საქინფორმი. შეწყალების კომისიის თავმჯდომარე მსჯავრდებულთა ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის გაუქმების იდეას მიესალმება.
„ეს პროცესი იქნება მიმართული იქითკენ, რომ კიდევ უფრო ლიბერალური გახდეს მიდგომა მსჯავრდებულთა ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმთან დაკავშირებით და უფრო მეტად პრიორიტეტული იქნება ერთის მხრივ მსჯავრდებულთა ინტერესები და მეორეს მხრივ - საზოგადოების ინტერესები. რაც შეიძლება მეტი ჯგუფი საზოგადოებისა უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში“, - განაცხადა ზვიად ქორიძემ.