საზოგადოება
რიჩარდ ნორლანდმა ილია მეორეს დაბადების დღეს მიულოცა

1norland-sazog-3-religსაქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ს ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა.

რიჩარდ ნორლანდმა მის უწმინდესობას საქართველოს მოსახლეობისა და ქვეყნის კეთილდღეობისათვის მოღვაწეობაში წარმატებას უსურვა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 4 იანვარს 82 წელი შეუსრულდა.

1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ილია მეორე კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.