საზოგადოება
„სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა წინასწარი მონაცემებით, შეადგინა 9 120,9 მლნ ლარი, რაც გეგმის - 9 105 მლნ ლარის 100,2%-ია. გეგმა გადაჭარბებულია 15,9 მლნ ლარით. მათ შორის: შემოსავლებმა შეადგინა 7 398,7 მლნ ლარი, რაც გეგმას - 7,319 მლნ ლარს 79,7 მლნ ლარით აღემატება. შესრულების მაჩვენებელი 101,1 %-ია;
საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 6 847.0 მლნ ლარი, რაც გეგმას 27.0 მლნ ლარით აღემატება. შესრულების მაჩვენებელი შეადგენს 100,4 %-ს.
სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა წინასწარი მონაცემებით შეადგინა 8 973.6 მლნ ლარი, რაც გეგმის 9 080.0 მლნ ლარის 98,8 %-ს შეადგენს.
ბოლო 10 წელიწადში ეს მაჩვენებელი უპრეცენდენტოა", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.