საზოგადოება
გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

1gudauri-sazog-1საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. აღნიშნული რეჟიმებით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კორდინაციით.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე მოძრაობა თავისუფალია.