პოლიტიკა
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღე პირადად მიულოცა

1Pozdrav-polit-3-religსაქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი.  საქართველოს პრეზიდენტმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღე პირადად მიულოცა. გიორგი მარგველაშვილი ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრა და საჩუქრად ლევან მარგიანის ნამუშევარი გადასცა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 82 წლის გახდა. „ჩვენთვის სასიხარულო დღეა, რადგან პატრიარქის დაბადების დღეს ვზეიმობთ. ჩვენ გვყავს პატრიარქი, რომლიც გვპატრონობს, ჩვენთვის ლოცულობს და გვეხმარება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.