აქტუალური
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა

1aqtual-3-dabdgeსაქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სრულიდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს  დაბადების დღეს ულოცავს.

"უდიდესი პატივისცემით და მოწიწებით მინდა მივულოცო დაბადების დღე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს  ილია II-ს. მის უწმინდესობას ვუსურვებ ჩვენი სამშობლოს წინსვლას, ხალხის სულიერ სიმტკიცესა და კეთილდღეობას, დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას ჩვენი ერის საკეთილდღეოდ",-ნათქვამია პრემიერის მისალოც წერილში.