აქტუალური
მინდია ჯანელიძე ავღანეთში გენერალ ჯონ კემპბელს შეხვდა

1aqtual-2-Mindiaსაქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი "გადამწყვეტი მხარდაჭერის" მისიის სარდალს, ოთხვარსკვლავიან გენერალ ჯონ კემპბელს შეხვდა. მინდია ჯანელიძემ ამერიკელ გენერალთან "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში ქართველი სამხედროების ჩართვაზე ისაუბრა.

გენერალმა კემპბელმა ქართველი ჯარისკაცების პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საერთაშორისო მისიაში საქართველო კვლავ რჩება ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი უმსხვილეს კონტრიბუტორად. 2015 წლიდან ავღანეთში ნატო-ს ეგიდით "მტკიცე მხარდაჭერის" მისია დაიწყო, რომელშიც ქართული კონტინგენტი ამერიკული და გერმანული სარდლობების დაქვემდებარებაში იმოქმედებს.