პრეზიდენტის 2014 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით, გიორგი მარგველაშვილმა 84 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველო, 5 იანვარი,
საქინფორმი. შეწყალების კომისიის თავმჯდომარე
ზვიად ქორიძის განცხადებით
63 მსჯავრდებული, რომელთაგან ერთი ქალი და ერთი არასრულწლოვანია, სასჯელაღსრულების დაწესებულებას უკვე დატოვებს.
დანარჩენ
21 მსჯავრდებულს, მათ შორის ერთ ქალსა და ოთხ არასრულწლოვანს, სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდა. შეწყალების კომისიამ 22-დან 24 დეკემბრამდე
493 მსჯავრდებულის საქმე განიხილა.