პუბლიკაციები
კიევის ცენტრში უკრაინელმა ნეოფაშისტებმა ჩირაღდნებიანი მსვლელობა მოაწყვეს და თავს დაესხნენ ჟურნალისტ გოგონებს: LifeNews-ის კორესპონდენტ ჟანა კარპერნკოსა და ოპერატორ ალექსანდრა ულიანოვას! „დიდება უკრაინას, გმირებს დიდება!“

1obS-1-analitik-Mსაქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. დასავლეთის ქვეყნები უკრაინაში ნეონაცისტურ გამოვლინებებს ვერ ხედავენ, რადგან დასავლეთის არხები არ უჩვენებენ ჩირაღდნებიან მსვლელობას კიევის ცენტრში, ხოლო ამ თემის წინ წამოსაწევად რუს ჟურნალისტებს კიევი მუშაობის საშუალებას არ აძლევს, - მიაჩნია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბეჭდვითი დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მარია ზახაროვას.

„ლაიფნიუსის“ კორესპონდენტ ჟანა კარპერნკოსა და ოპერატორ ალექსანდრა ულიანოვას თავს დაესხნენ უცნობი პირები ნაციონალისტების ჩირაღდნებიანი მსვლელობის მიმდინარეობისას კიევის ცენტრში. უცნობებმა ხელი ჰკრეს ჟურნალისტს, ის დაეცა და თავი დაარტყა. წაართვეს ტელეფონი, ოპერატორს კი წაართვეს და დაუმტვრიეს კამერა.

ზახაროვას თქმით, გოგონები შეეცადნენ, მიემართათ ადგილობრივი მილიციელებისათვის, რომლებიც ღონისძიებას იცავდნენ, მაგრამ უარი მიიღეს.

ზახაროვას განცხადებით, ოფიციალურ მოლაპარაკებებზე და საჯაროდაც დასავლელი კოლეგები რეგულარულად აცხადებენ, რომ „რუსეთის მხარე აზვიადებს უკრაინაში ნეონაცისტურ გამოვლინებებს და ამის არავითარი აშკარა ფაქტი არ ჩანს“. „ფაქტებს ვერ ხედავენ იმიტომ, რომ დასავლეთის არხებზე კიევის ცენტრში მიმდინარე ჩირაღდნებიან მსვლელობას არ უჩვენებენ და არ მოუთხრობენ სტეპან ბანდერას ბიოგრაფიიდან ჭეშმარიტ ფაქტებს! მიიღება მოჯადოებული წრე...“, - წერს ზახაროვა.

1obS-1-analitik-D