პოლიტიკა
„გეები ისლამში: წინააღმდეგობრიობა თუ მოცემულობა?“ - ანტონ ევსტრატოვი - სპეციალურად საქინფორმისათვის

1gey-pol-1-an-Mსაქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. 2014 წლის სექტემბერში მსოფლიო მედიის მთელი რიგი სიახლეების რუბრიკები გაჰკიოდნენ კეიპტაუნში „გეების მეჩეთის“ დახურვის შესახებ. თანაც, აღნიშნული მოვლენის შემტყობთა უმრავლესობას ძირითადად აღელვებდა  არა კითხვა „რატომ დახურეს?“, არამედ „საერთოდ როგორ გაჩნდა იქ?“. და თუ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ღიად იქნები გეი, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ჰომოსექსუალური საქორწინო კავშირები, სავსებით შესაძლებელია, რომ ამასთან, მუსლიმანური რელიგიის აღმსარებლობა (რომელიც, განსაუთრებით აგრესიულად ეკიდება არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენლებს), რბილად რომ ვთქვათ, უცნაურად ჩანდეს.

შარიათის კანონმდებლობის მიხედვით, ჰომოსექსუალიზმი არა მარტო მძიმე ცოდვად მიიჩნევა, არამედ სიკვდილითაც ისჯება ამჟამად არსებული სუნიტური მაზჰაბის (რელიგიურ-სამართლებრივი მიმდინარეობა) ოთხი დამაარსებლისგან სამის - მალიქის, აშ-შაფიისა და იბნ-ჰანბალას აზრით. მხოლოდ აბუ ჰანიფა, ჰანაფიტური მაზჰაბის ფუძემდებელი, მიიჩნევდა, რომ ჰომოსექსუალისტები საზოგადოებრივ გმობას და ადმინისტრაციულ სასჯელს იმსახურებენ. მიუხედავად იმისა, რომ სასჯელის სისრულეში მოსაყვანად აუცილებელია შესაბამისი სქესობრივი აქტის ოთხი მოწმის არსებობა, თვით უბრალო ეჭვიც კი ერთსქესიან სიყვარულზე მუსლიმანების უმეტესობაში მკვეთრად ნეგატიურად აღიქმება და შესაძლოა სავალალო შედეგებიც გამოიღოს.

უწინარესად, ჰომოსექსუალიზმის მგმობი ღვთისმეტყველები და მათი მიმდევრები ყურანის აიათებს ეყრდნობიან, რომლებიც სოდომისა და გომორას ცოდვებს აღწერს: „ნუთუ თქვენ ჩაიდენთ უხამსობას, რომლითაც ვერცერთმა სამყარომ ვერ გაჯობათ? თქვენ ხომ ვნებით მიეახლებით მამაკაცებს, ქალების ნაცვლად. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც ზღვარს გადააბიჯეთ! (ყურანი 7:80,81) და „ნუთუ თქვენ  მიდიხართ მამაკაცებთან და ტოვებთ იმას, რაც თქვენმა ღმერთმა თქვენს ცოლებში შექმნა? თქვენ დამნაშავე ხალხი ხართ!“ (ყურანი 26:165,166). ამასთან, მუსლიმანური სამართლის მნიშვნელოვან წყაროებს წარმოადგენს ჰადისები - გამონათქვამები, საქციელი და მაგალითები  მუჰამედ მოციქულის ცხოვრებიდან. შიიტურ ისლამში ისინი ასევე აღწერენ მოციქული მემკვიდრეთა - წმიდა იმამების ცხოვრებას. ჰადისები შეიცავს უფრო კონკრეტულ მითითებებს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოექცნენ მუსლიმური თემის (უმის) წევრებს, რომლებიც ერთსქესიან კავშირებში არიან შემჩნეული. მაგალითად, ერთდროულად რამდენიმე კრებულში არის შემდეგი მითითებები: „თუ თქვენ დაინახავთ მათ, ვინც ლუტის ხალხის ცოდვას ჩადის, მოკალით აქტიურიცა და პასიურიც!“ (აბუ დაუდი 4462, ათ-თირმიზი 1/275. იხ. „ირუაულ-ჰიალილი“ 2350).

მოყვანილი წყაროების გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ ჰომოსექსუალიზმი უმეტეს მუსლიმანურ ქვეყნებში სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა. ირანში, საუდის არაბეთში, ეგვიპტეში, ავღანეთში და, თითქოსდა, „თანამედროვე“ და „პროგრესულ“ მალაიზიაში გეები და ლესბოსელები სიკვდილით ან ხანგრძლივი პატიმრობით ისჯებიან. „ჰომოფობიურ“ სახელმწიფოებში შედის პოსტსაბჭოთა უზბეკეთიც, სადაც ჰომოსექსუალიზმისთვის 3- წლამდე პატიმრობით სჯიან. აღსანიშნავია, რომ სსრკ-ის ყოფილ რესპუბლიკაში სასჯელი ეხებათ მხოლოდ მამაკაცებს - ქალებს აღნიშნული ნორმა არ ეხებათ.

თუმცა, არსებობს ალტერნატიული შეხედულებებიც აღნიშნულ მოვლენაზე, რომლებსაც წარმოადგენდა „ტოლერანტული“ კეიპტაუნური მეჩეთის დამფუძნებელი თაჯ ჰარგი. მიუხედავად სამლოცველო დაწესებულების დახურვისა მანქანის სადგომი ადგილების უკმარისობის მიზეზით, მას განზრახული აქვს განაცხადის შეტანა ხელახალ რეგისტრაციაზე და თავისი პროექტის წარმატებაც ეიმედება. უნდა ითქვას, რომ ბატონი ჰარგი პირველი ინიციატორი როდია მუსლიმანური საზოგადოების შექმნისა „ყველასთვის“ - მიუხედავად შეხედეულებებისა, იდეოლოგიური მიმართულებებისა და სექსუალური ორინეტაციისა. მუსლიმანი-ჰომოსექსუალისტების კონსოლიდირების პირველ მცდელობებს ადგილი ჰქონდა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, როცა არაბთა საერთაშორისო  ჰომოსექსუალური საზოგადოება CLAS ჩამოყალიბდა. ის არაბულ სამყაროში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენელთა დადებით სახეს ქმნიდა. 1997 წელს კი აშშ-ში იშვა გაცილებით შეკრული და აქტიური ორგანიზაცია „ალ-ფატიჰა“. მისი დამფუძნებელი, იმ დორისათვის 22 წლის ფესალ ალამი ირწმუნებოდა, რომ ალაჰი არ ახდენდა დისკრიმინაციას რაიმე ნიშნით და მუსლიმანს თავისუფლად შეეძლო, ყოფილიყო გეი. 1998 წელს „ალ-ფატიჰის“ ბაზაზე მუსლიმანი-ჰომოსექსუალისტების პირველი შეკრების ორგანიზება მოახდინდეს, რაც ისტორიაში ამ საზოგადოების მნიშვნელოვან მოვლენად და, ამავდროულად, მისი მოწინააღმდეგეგ, ტრადიციული შეხედულებების ადეპტთათვის რეზონანსულ ღონისძიებად იქცა. ღონისძიებისთვის მზადება ფარულად მიმდინარეობდა, ხოლო ადგილი, დრო და სხვა ორგანიზაციული დეტალები მიწვეულებმა მხოლოდ ერტი კვირით ადრე შეიტყვეს.

ამჯამად „ალ-ფატიჰა“ დიდი საზოგადოებაა, რომელიც 900-ზე მეტ გეის, ლესბოსელს, ბისექსუალსა და ტრანსგენდერს, ასევე, თავის სექსუალურ ორიენტაციაში ჯერაც ჩამოუყალიბებელ ადამიანებს აერთიანებს. ის კურირებს სამ დიდ ინტერნეტ-ფორუმს - მამაკაცებისათვის, ქალებისთვის და საერთოსაც. „ალ-ფატიჰას“ ფილიალები დღეს მოქმედებს ლონდონში (ორგანიზაცია „იმანი“) და კანადაში („სალამ“) და უკვე ნახსენებ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში („ალ-ფიტრა“). 2001 წელს „ალ-ფატიჰის“ წევრებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა „სიამაყის აღლუმში“, რომელიც სან-ფრანცისკოში გაიმართა.. მიუხედავად იმისა, რომ ფესალ ალამმა ორგანიზაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილებანი 2004 წელს მოიხსნა, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს მუსლიმანთა მსოლფიო გეი-საზოგადოების ცხოვრებაში. ალამი 2013 შექმნილი „სექსუალური და გენდერული მრავალფეროვნების მხარდამჭერი მუსლიმანური კავშირის“ - MASGD ერთ-ერთ დამფუძნებლად იქცა. ახალი სტრუქტურის მთავარ ამოცანებად არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მუსლიმანთა უფლებების დაცვა და მხარდაჭერა, ქსენოფობიის და ქალთმოძულეობის წინააღმდეგ ბრძოლა იქცა - უმის შიგნით თანასწორობისა და სამართლიანობისათვის.

ხსენებული ორგანიზაციებით ჩამონათვალი არ ამოიწურება. ასეთი სახის კომუნათა რიცხოვნობით დღეს დაფნის გვირგვინი აშშ-ს ეკუთვნის. ასე, მაგალითად, სწორედ იქ მოქმედებს საზოგადოება „მუსლიმანები პროგრესული ღირებულებებისათვის“, რომლის ადეპტებიც ვაშინგტონში, „ნურ“-ის მეჩეთში (150-კაციანი მრევლი) იკრიბებიან, მას ფილიალები აქვს ატლანტაში, ლოს-ანჯელესში, მიჩიგანის, ოჰაიოს, ტეხასის შტატებში და 1000 წევრამდე ითვლის. ხსენებული გაერთიანების განშტოებაა კანადაშიც - მონრეალში, ოტავასა და ტორონტოში, ხოლო ახლახან მისი წარმომადგენლობა გაიხსნა პარიზშიც.

სხვათა შორის საფრანგეთი, აშშ-ის შემდეგ, მუსლიმანური გი-საზოგადოები მეორე ნიუსმეიქერად მიიჩნევა. კერძოდ, უზარმაზარი რეზონანსი ჰქონდა ფრანგი მუსლიმანი ჰომოსექსუალისტების ლიდერი ლუდოვიკ ზაჰედ მუჰამედისა და მისი პარტნიორი კიამ ად-დინ კიამის ქორწინებას 2012 წელს. ნიკეაჰის ცერემონია მათთვის კუნძულ მავრიკიის მკვიდრმა, ვინმე იმამ ჯამალმა ჩაატარა. ქორწინებაზე, ამ წყვილის მეგობარი ქრისტიანებისა და იუდეველი მეგობრების საპატივცემულოდ აღნიშნული რელიგიების ლოცვებიც ისმოდა. ლუდოვიკ  მუჰამედ ზაჰედი ასევე გახლავთ ავტორი ჰომოსექსუალიზმის კვლევისა ისლამის კონტექსტში „ყურანი და სხეული“. მისი თქმით, მოციქულ მუჰამედს დღეს რომ ეცხოვრა, გეების ქორწილებს აკურთხებდა. ადგილი ჰქონდა საფრანგეთში მეჩეთის გახსნის მცდელობასაც ჩვენ მიერ განხილვადი მოსახლეობის კატეგორიისთვის. მისი აშენება ჩვენ მიერ უკვე ნახსენებ ლუდოვიკ ზაჰიდ მუჰამედს საკუთარი სახსრებით განეზრახა.

მუსლიმან-ჰომოსექსუალისტების სამლოცველო სახლების გეოგრაფიაზე საუბრისას, გარდა ხსენებულისა, უნდა აღვნიშნოთ სან-ფრანცისკო (მასჯიდ დარუსალამი) და ტორონტო (მასჯიდ ნურ ალ-ისლაჰი).

მაინც რა არგუმენტებს იშველიებენ ისინი, ვისაც შესაძლებლად მიაჩნია არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ქონა და ამავდროულად, მუსლიმანად დარჩენა? მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიშველიოთ ზემოხსენებული გაერთიანება „მუსლიმანები პროგრესული ღირებულებებისათვის“ ლიდერი დაია აბდულაჰის (ნამდვილი სახელი სიდ ტომპსონი) რამდენიმე თეზისი, რომელსაც მიაჩნია, რომ ყურანში ჰომოსექსუალები რამდენჯერმე არიან მოხსენიებული - ან-ნურ სურის 31-ე აიათში  ისინი მოიხსენებიან, როგორც „მამაკაცები, რომლებიც არ ელტვიან ქალებს“, ხოლო 32-ე აიათი, სადაც საუბარია გასათხოვარი ქალებისა და ღვთისმოშიში მამაკაცების ქორწინებაზე, მოცემულია ჰომოსექსუალური კავშირების შესაძლებლობის მითითებაც. გარდა ამისა, ან-ნისას სურის მე- 60-ე აიათში, დაია აბდულაჰის აზრით, დასახელებულია არა მარტო ხანდაზმული ქალები, არამედ ლესბოსელებიც. რაც შეეხება ზემონახსენებ სოდომისა და გომორის მცხოვრებთა დასჯას ჰომოსექსუალიზმის გამო, მისი თქმით, აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ ძალადობრივ აქტებზე. იმ კავშირთა უგულებელჰყოფა კი, რომლებიც ურთიერთთანხმობით მოხდა, თავის მხრივ, მოცემულ ისტორიაში არ არსებობს.

ზემოაღნიშნული ორგანიზაციები, ჰომოსექსუალების უფლებათა აქტიური დაცვის გარდა, ქალთა დოგმატური და ფაქტობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგაც იბრძვიან. მაგალითად, უკვენახსენებ კეიპტაუნურ მეჩეთში მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს შეუძლიათ იმამები გახდნენ და კოლექტიურ ლოცვებს უხელმძღვანელონ.

რეზიუმე: როგორც მოყვანილი მონაცემებიდან ჩანს, ისლამი, მიუხედავად მოჩვენებითი ერთგვაროვნებისა და ერთმნიშვნელოვნად მკაცრი დამოკიდებულებისა სოციალური ჯგუფებისადმი, რომლებიც ამა თუ იმ სახით „ტრადიციული ღირებულებების“ ცნების ფარგლებს ცილდებიან, საკუთარ თავში ალტერნატიულ თვალსაზრისსაც შეიცავს. ყველა ხსენებული ორგანიზაციის წევრთა რიცხვი რამდენიმე ათას კაცს არ აჭარბებს, თუმცა ისინი სერიოზულ აქტივობას იჩენენ მედიაში, ინტერნეტსა და სხვადასხვა საზოგადოებრივ ღონისძიებაში. მუსლიმანი-ჰომოსექსუალებისთვის შექმნილი ალტერნატიული ორგანიზაციების მიმდევართა რიცხვი სწრაფად იზრდება - ეს ზრდა კი მსოფლიოში ლგბტ-საზოგადოებისადმი ტოლერანტობის ზრდის პირდაპირპროპორციულია. დღეისათვის მოცემულ სტატიაში ნახსენები ჯგუფებისა და საზოგადოებების ძირითადი რაოდენობა დასავლეთში მდებარეობს, თუმცა, ტრადიციულ მუსლიმანურ ქვეყნებშიც ისინი ნელ-ნელა ყელყელაობენ. ასე, მაგალითად, ამას წინათ ცნობილი გახდა ბაქოში ადგილობრივი ლგბტ-ორგანიზაციის პრეზიდენტი ატილა ბეი ჯავიდის ნიშნობის შესახებ თავის ბოიფრენდთან. ეჭვგარეშეა, აზერბაიჯანელი გეები ისეთი ლოიალურები არ არიან ისლამისადმი, როგორც მათი დასავლელი ერთმორწმუნენი და, პირიქით, სეკულარული ღირებულებებისკენ ისწრაფვიან. თუმცა, თავად ამგვარი ნიშნობის ფაქტი ამიერკავკასიის იმთავითვე მუსლიმანურ ქვეყანაში ერთობ ნიშნეულია. იმის გათვალისწინებით, რომ ისლამურ უმაში 50 მლნ ჰომოსექსულია (რადგან ისინი ნებისმიერი თემის მცხოვრებთა 3-5%-ს შეადგენენ), მუსლიმანური ლგბტ-ორგანიზაციების კონტინგენტი პერსპექტივაშ შესაძლოა ძალზე გაფართოვდეს. შეგვიძლია მოვიყვანოთ სხვადასხვა რელიგიური და ფილოსოფიური  განმარტებები და შეხედულებები ჰომოსექსუალიზმსა და მის წარმომადგენლებზე, თუმცა, მოცემულ მომენტში, თვალსაჩინოა ორი თეზისი. ჯერ ერთი, ეს ადამიანები თანდათან სააშკარაოზე გამოდიან, რადგან საკუთარი არსებობის დამალვა არ სურთ. მეორეც, თანამედროვე საზოგადოება საკმაოდ მოწიფულია იმისათვის, რომ აღიაროს ნებისმიერი რელიგიის, კონფესიის, მრწამსის წარმომადგენელთა თანასწორობა მიუხედავად მათი პირადი ცხოვრების თავისებურებებისა.

1gey-pol-1-an-D-1 1gey-pol-1-an-D-2