უცხოეთი
როსალკოგოლრეგულიროვანიე არაყზე მინიმალურ საცალო ფასს 220-დან 185 რუბლამდე სწევს

zarubeJom-3საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ „ტასს“ წყარომ აცნობა უწყებიდან.
ასეთი ბრძანების არსებობას ვადასტურებთ, ის მოგვიანებით გამოქვეყნდება“, - განაცხადა „ტას“-ის წყარომ.
არაყზე მინიმალური საცალო ფასის დაწევა პირველად ხდება ალკოჰოლურ ბაზარზე კონატროლის ამ ინსტრუმენტის დანერგვის შემდეგ, 2012 წლიდან.

პირველი მინიმალური საცალო ფასი 98 რუბლს შეადგენდა ნახევარლიტრიან ბოთლზე. შემდგომში უწყებამ დაადგინა ფასების მინიმალური ზღურბლი პრაქტიკულად ყველა მაგარ ალკოჰოლურ სასმელზე და ღვინის რამდენიმე სახეობაზე. 2014 წელს არაყზე მინიმალურმა საცალო ფასმა ორჯერ აიწია: 10 მარტიდან - 199 რუბლამდე, 1 აგვისტოდან - 220 რუბლამდე.