უცხოეთი
„უახლოესი 5-6 წლის განმავლობაში უკრაინელები ჩამოყალიბდებიან“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
უწინ პრეზიდენტმა პრესკონფერენციის მიმდინარეობისას ხელი მოაწერა კანონს ბლოკისგარეშე სტატუსზე უარის თქმის შესახებ. ეს დოკუმენტი უმაღლესმა რადამ გასულ კვირას მიიღო. მას ხმა მისცა 303 დეპუტატმა.
საფუძვლად მიჩნეული იქნა კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტმა პოროშენკომ შემოიტანა. რადაში უწინ დარეგისტრირდა კიდევ სამი ანალოგიური კანონპროექტი, რომლებიც ადრე პარლამენტში „ბატკივშჩინას“, „სახალხო ფრონტისა“ და „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ დეპუტატებმა შეიტანეს. ყველა პროექტი ითვალისწინებდა „ბლოკისგარეშე სახელმწიფოს სტატუსის უგულებელყოფას და ნატოსთან დაახლოების კურსზე დაბრუნებას“.
მიღებული დოკუმენტით შეტანილი იქნა ცვლილებები კანონებში „ნაციონალური უსაფრთხოების საფუძვლების შესახებ“, ასევე „საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრინციპების შესახებ“. დოკუმენტი ადგენს კურსს „ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გაღრმავებისკენ იმ კრიტერიუმების მისაღწევად, რომლებიც ამ ორგანიზაციის წევრობისთვის არის საჭირო“.