სამართალი
შსს-მ ხულიგნობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

samart-3საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბესიკ . ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.

27 დეკემბერს, ღამის საათებში, ბათუმში, ერთ-ერთ კლუბში, ბრალდებული და მისი მეგობარი უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ კლუბში მყოფ პირებს. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბესიკ მ. არის თანმხლები იმ პირისა, რომელმაც იმავე საღამოს კლუბში სასიკვდილოდ დაჭრა შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეშვიდე განყოფილების უმცროსი ინსპექტორი თარაშ მ, რომელიც იმ საღამოს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.