სამართალი
საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელმა სოფო სალუქვაძემ „მარტინი“-ს საერთაშორისო კონკურსზე „პორშე 911“ მოიგო. გამარჯვება მას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ მიულოცა.
საერთაშორისო ბრენდმა „მარტინი“-მ განახორციელა გლობალური კამპანია: „Race To Desire“. საქართველოდან გათამაშებაში ჩაერთო 4 000-მდე კონკურსანტი. საბოლოოდ, „მარტინი“-სა და „პორშე“-ს გლობალურმა წარმომადგენლებმა ყველაზე ორიგინალურ მონაწილედ სოფო სალუქვაძე შეაფასეს, რომელიც მილანში კონკურსის სუპერ ფინალზე გაემგზავრა, სადაც თამაშდებოდა მთავარი პრიზი - „პორშე 911“.
სუპერფინალში მონაწილეობდნენ 15 ქვეყნის გამარჯვებული ფინალისტები. კონკურსანტებს უნდა დაემტკიცებინათ, თუ რატომ იმსახურებდნენ „პორშე 911“-ის მოგებას. სოფომ ჟიურის აღფრთოვანება არაჩვეულებრივი სიმღერით შეძლო.