აქტუალური
გიორგი ბადაშვილი: „წინა ხელისუფლების დროს ქონების უკანონოდ ჩამორთმევის საქმეების შესწავლა მყისიერად ვერ მოხდება“

aqtual-3საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. აღნიშნულ განცხადებას მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი „კვირის პალიტრისათვის“ მიცემულ ინტერვიუში აკეთებს.

ათასობით განცხადება შემოვიდა პროკურატურაში... დეტალურად გაანალიზდა ის საჩივრები და განცხადებები, სადაც განმცხადებლები მიუთითებდნენ სასჯელის მოხდისას, დროებითი მოთავსების იზოლატორის, სასჯელაღსრულების დაწესებულების, პოლიციისა და პროკურატურის თანამშრომელთა მიერ იძულებითი ღონისძიებების გამოყენების ფაქტებზე, საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედების მიმდინარეობისას ბრალდებულთან უკანონო მეთოდების (ცემის, წამების, მუქარის, იძულების და ა.შ.) გამოყენების ფაქტებზე. გავაანალიზეთ ასევე ქონების უკანონოდ ჩამორთმევის შესახებ შემოსული საჩივრები, ზიანის ოდენობის, ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფორმებისა და ჩამორთმეული ქონებების სახეობების მითითებით. 2015 წლის დამდეგიდან საქართველოს პროკურატურაში იგეგმება სპეციალური სამმართველოს შექმნა, რომელიც სპეციალიზებული იქნება უშუალოდ ამ საკითხებზე სამუშაოდ, რათა ერთხელ და სამუდამოდ აღიკვეთოს ქვეყანაში ის უსამართლობის განცდა, რაც მემკვიდრეობით გვერგო“, -  აცხადებს მთავარი პროკურორი.