მოკლული პოლიციელი და ლავას ოღლი - ვინ მფარველობს კრიმინალებს?
საქართველო, 30 დეკემბერი,
საქინფორმი. საბოლოო ვერსია და დეტალები იმისა, თუ რა მოხდა 27-ი დეკემბრის ღამით ბათუმის კლუბ "
ლეგასში" და რა გახდა 22 წლის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლის
თარაშ მუკბანიანის მკვლელობის მიზეზი, ამ დრომდე უცნობია. მკვლელობაში ეჭვმიტანილი
რამაზ დევაძე სამართალდამცავებმა სარფში საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს.
გამოცემა benewsbatumi-ის ინფორმაციით, დევაძეს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს ე.წ. კანონიერ ქურდ მინდია გორაძესთან, იგივე "ლავას ოღლისთან". დევაძე გასულ ზაფხულს, 26 ივნისს, ბათუმის პოლიციის მე-5 განყოფილების თანამშრომელს პუშკინის ქუჩაზე სასტიკად გაუსწორდა. ამის შემდეგ კი თბილისიდან დასასვენებლად ჩამოსული პოლიციელები სასტიკად სცემა. გამოცემა benewsbatumi-ის ინფორმაციით, ორივე საქმეში საქართველოს შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და აჭარის შსს სამმართველოს უფროსი თამაზაშვილი ჩაერია, რის შემდეგაც 2000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ დევაძე გაათავისუფლეს. benewsbatumi-ის ინფორმაციით, რამაზ დევაძეს კრიმინალურმა ავტორიტეტმა ლავას ოღლიმ, “სპორტსმენ კრიმინალთა” ჯგუფის შექმნა დაავალა, რომელიც აღნიშნულ დანაშაულებებს დევაძის ხელმძღვანელობით ჩადიოდა.