აქტუალური
იტალიელი და ბერძენი მაშველები ადრიატიკის ზღვაში ბორანზე დარჩენილი მგზავრების გამოყვანას ცდილობენ

aqtual-1საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. მგზავრებს შორის 2 ქართველია, რომელთაგან ერთი მათგანი მამა ილია კარტოზიაა. გავრცელებული ინფორმაციით იგი იტალიის ქალაქ ბარში „შვიდი ქართველი იყო გემზე, ხუთი არის ევაკუირებული, სხვა გემზე გადაიყვანეს. გვაქვს ეს ინფორმაცია, რომ სასულიერო პირი იყო იმ ორ ქართველში, თუმცა დეტალები ჯერ ვერ დავადგინეთ. პოლიციასთან და სანაოსნოსთან გვაქვს განუწყვეტლივ კავშირი. დამატებითი დეტალები არ არის“, - აცხადებს საქართველოს ელჩი იტალიაში კახა სიხარულიძე.
მამა ილია კარტოზია დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარია.

რაც შეეხება ბორანიდან ევაკუირებულ ხუთ ქართველს, მათი ზუსტი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. ინფორმაციას მათ შესახებ იტალიაში საქართველოს საკონსულო იტალიელი სამართალდამცველებისგან ელოდება.