საზოგადოება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს დამდეგი ახალი წელი მიულოცა

saog-3-relig-2საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს დამდეგი ახალი, 2015 წელი მიულოცა. ილია მეორემ სრულიად საქართველოს ბედნიერი შობა-ახალი წელი უსურვა. ამის შესახებ მან საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა.

"ღმერთმა ბედნიერი შობა-ახალი წელი გაგითენოთ თქვენ და მთელ საქართველოს. უფალმა ბედნიერი და გახარებული გამყოფოთ სულ", - ბრძანა ქადაგებისას პატრიარქმა.