ბაქოში რადიო „თავისუფლების“ ბიურო დახურეს
საქართველო, 30 დეკემბერი,
საქინფორმი. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული რადიო „
თავისუფლების“ ბაქოს ბიურო დახურა. აზერბაიჯანის პოლიციამ რეიდის დროს ჟურნალისტებს მუშაობის შეჩერება მოსთხოვა. ბიუროს წარმომადგენლები აზერბაიჯანის ხელისუფლებას ყველა საერთაშორისო ვალდებულების დარღვევაში ადანაშაულებენ.
რადიო „თავისუფლების“ თანამშრომლების განცხადებით, ეს ქვეყანაში ერთ-ერთი ბოლო დამოუკიდებელი მედიასაშუალების გაჩუმების აშკარა მცდელობაა. რადიოსადგურის დახურვის გამო, შეერთებული შტატების ხელისუფლება შეშფოთებას გამოთქვამს.