სამართალი
პრემიერი ღარიბაშვილი: „ყველა ადამიანი კონტროლზეა აყვანილი, ვინც საქართველოდან გადის და ბრძოლებში იღებს მონაწილეობას…"

10-pravo-2საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი. ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტის კითხვას – ახდენს თუ სახელმწიფო კონტროლს სირიაში წასულ ქართველებზე.

ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია თითოეული მოქალაქის დაკარგვა, მაგრამ ამ მოქალაქეებმა დატოვეს ქვეყანა და წავიდნენ სირიაში საბრძოლველად. ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესს... ზოგადად ჩემი პოზიცია არის, რომ ეს არის ძალიან ცუდი და ეს ასე არ უნდა ხდებოდეს. ისინი სად გადაადგილდებიან, ჩვენთვის შეუძლებელია კონტროლი ან რაიმეს შეზღუდვა. ამის პრევენცია შეუძლებელია. ჩვენ ყველა ადამიანი აგვყავს კონტროლზე, ვინც გადის საქართველოდან და იღებს მონაწილეობას ბრძოლებში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.