პუბლიკაციები
პრემიერი ღარიბაშვილი: “მაქსიმუმ თებერვლამდე ჩვენ საზოგადოებას წარვუდგენთ კონკრეტულ გეგმას იმის თაობაზე, თუ როგორ მოხდება სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაწყება და დასრულება”

8-akt-3საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი. 2014 წლის 26 დეკემბერის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მისი გუნდის ერთ-ერთ მთავარ დანაპირებზე-სამართლიანობის აღდგნს პროცესზე ისაუბრა:

„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დანაპირები არჩევნებში გამარჯვებისთანავე იყო ის, რომ სამართლიანობის დამკვიდრებას დავიწყებდით და დავიწყეთ ორი წლის წინ სამართლიანობის აღდგენას. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ შევისწავლეთ ყველა ის საჩივარი, ყველა ის განაცხადი, რომელიც იფიციალურად შევიდა პროკურატურაში, მე მინდა ახლა საზოაგდოებას ვაცნობი ამის შესახებ, რომ პროკურატურამ დაასრულა შესწავლა ყველა იმ განაცხადეგბის, რომელიც დარეგისტრირდა პროკურატურაში ამ ორი წლის განმავლობაში, საქმე ეხება უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებებს, ბიზნესებს, სახელბს და ასევე იმ რეპრესირებულ ადამიანებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ათასობით ადამიანზეა საუბარი, რომ ისინი უკანონოდ იხდიდნენ სასჯელს ციხეებში, რომ ისინი იყვნენ მსხვერპლნი წამების, არაადამიანური მოპყრობის, გაუპატიურების. მაქსისმუმ თებერვლამდე ჩვენ საზოგადოებას წარვუდგენთ კონკრეტულ გეგმას იმის თაობაზე, თუ როგორ მოხდება სამართლიანობის აღდგენის პროცესის დასრულება დაზარალებულების კომპენსირება მოხდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.