საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე: „მოდით, კონსულტაციებს გავივლი მე "ნაციონალურ მოძრაობასთან", რადგან წინა ხელისუფლება სისტემატურად ხვდებოდა ბატონ პუტინსაც და რუსეთის ხელისუფლებასაც მოსკოვში. ხშირად ჩადიონდნენ დელეგაციები. 90-იან წლებში აფხაზეთში ეთნიკური წმენდა ჩატარდა და ეს ეუთო-მ რამდეჯერმე დაადასტურა თავის რეზოლუციებში. 300 ათასი კაცი გამოყარეს იქედან. ამის შესახებ მე მგონი წინა ხელისუფლებამ იცოდა და, თუ არ უნდოდა რუსეთის ხელისუფლებასთან კონტაქტები და საუბრები, არ უნდა შეხვედროდა. ზნეობა მაშინ არ უნდა მოგაგონდეს კაცს, როცა ოპოზიციაში გადადიხარ. მაშინ მოსკოვში შეხვდერები თურმე შეიძლებოდა და ახლა პრაღაში რომ შევხვდეთ, ეს არ შეიძლება. მაშინ შეიძლებოდა რუსეთისთვის მიგვეყიდა სტრატეგიული ობიექტები, ახლა თურმე პამიდვრის გაყიდვა ყოფილა კაპიტულაცია. მაშინ თურმე შეიძლებოდა ავიარეისებს ეფრინა, ახლა ეს ძალიან ცუდი ყოფილა. რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი ლოგიკა“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.