პუბლიკაციები
პრემიერი ღარიბაშვილი: „თუ ბატონი ხუბუტია გალახეს რესტორანში, ამას პოლიტიკური სარჩული არ უნდა დავუდოთ. რუსეთის ხალხთან გვინდა, რომ გვქონდეს კარგი კეთილმეზობლური, მეგობრული ურთიერთობა“

4საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი. რუსი ტურისტების საქართველოში ჩამოსვლა და ბოლო დროს თბილისში, ლეპსის კონცერტსა და მიხეილ ხუბუტიას ცემის ფაქტზე 2014 წლის 26 დეკემბერის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შემდეგნაირად უპასუხა:

პოლიტიკა არის პოლიტიკოსების საქმე, ის რომ ჩვენ გვაქვს ყველაზე მთავარი პრობლემა ეს არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, პრობლემა ჩვენ გვაქვს რუსეთის ხელისუფლებასთან, ამ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და ჩვენ რა თქმა უნდა რუსეთის ხალხთან გვინდა, რომ გვქონდეს კარგი კეთილმეზობლური, მეგობრული უერთიერთობა-დამოკიდებულება. პოლიტიკა არ უნდა აისახოს ჩვენი ხალხების ურთიერთობაში. მე პირადად მხოლოდ მივესალმები რუსი ტურისტების ჩამოსვლას საქართველში და ისტორიულად ჩვენ ხალხების შორის პრობლემა არ გვქონია, პირიქით, ჩვენ გვაქვს კეთილმეზობლური მეგობრული ურთიერთობა.კიდევ ერთხელ მე მინდა, ხაზგასმით ავღნიშნო,რომ მე პირადად მივესალმები რუს ტურისტებს და არა მხოლოდ რუს ტურისტებს საქართველოში, ჩვენ უნიკალური ქვეყანა გვაქვს და რაც უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა საქართველოში, მათ შორის რუსეთიდან მე კიდევ უფრო გახარებული ვიქნები. ჩვენ არავის დისკრიმინაციას არ ვახდენთ, ჩვენთვის ყველა ტურისტი არის ძვირფასი.

ის, თუ ბატონი ხუბუტია გალახეს, თუ როგორც მოხდა, რაღაც კონფლიქტი ჰქონდა რესტორანში, მე ვფიქრობ რომ ამას პოლიტიკური სარჩული არ ინდა დავუდოთ, მე არ ვიცი რა მოხდა კონკრეტულად რესტორანში, მაგრამ ალბათ რაღაც ინდიცდენტს ჰქონდა ადგილი, ამას შესაბამისი უწყებები გამოიძიებენ, მაგრამ ზოგადად ყველაფრის პოლიტიზება, მე მგონი არასწორია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.