პუბლიკაციები
„ის, რომ ყოფილი პრეზიდენტი, ბრალდებული, უამრავ დანაშაულებებში ბრალდებული სააკაშვილი მოუწოდებდა და მისი წარმომადგენლები მისი გუნდის წევრები მოუწოდებდნენ ქართველ ჯარისკაცებს, მიდიოდა მოლაპარაკებები, რომ დათმონ მათ საქართველოს მოქალაქეობა, დათმონ საქართველოს შეიარაღებული ძალები და წავიდნენ უკრაინაში, იმიტომ რომ იქ მაღალი ანაზღაურება ექნებათ, ეს არის პირდაპირი ღალატი და მოწოდება ღალატისკენ. ამ შინაარსის შემცველი განცხადებები გააკეთეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა“.
ამასთან, ღარიბაშვილმა პროვოკაციული უწოდა ჟურნალისტის შეკითხვას იმის თაობაზე, არის თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საქართველოსა და უკრაინის მტერი.
„მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოს და ქართველი ხალხის მტერი. ჩვენ ვართ პასუხისმგებლობიანი მთავრობა. პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენი ხალხის წინაშე და ჩვენ არ მოვიქცევით უპასუხისმგებლოდ ჩვენი ქვეყნის წინაშე. ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი არის ოკუპირებული, რუსული ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიაზე და ურთულესი ვითარებაა რეგიონში. უკრაინა არის ცეცხლის ალში გახვეული. სააკაშვილს ერთადერთი საზრუნავი აქვს, რომ მოხდეს საქართველოში კონფლიქტი, არეულობა და საქართველო კიდევ შევიდეს შეიარაღებულ დაპირისპირებაში რუსეთთან. ეს არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მტრობა. ამას ჩვენ არ დავუშვებთ. ჩვენ პასუხისმგებელი უნდა ვიყოთ ჩვენს თითოეულ განცხადებაზე. მე ვარ მთავრობის მეთაური და უნდა გავაკეთო ისეთი განცხადება, რომელიც სიკეთეს მოუტანს ჩვენს ქვეყანას და არ დააზიანებს მას. ნაციონალური მოძრაობის 20-კაციან სექტას არ ვასიამოვნებ, რადგან მე მაქვს პასუხისმგებლობა ჩემი ქვეყნის წინაშე“, - განაცხადა პრემიერმა.