სამართალი
შსს-მ ტროტილი, ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

1-trotil-samart-1საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა ხუსნი მ. ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის-შენახვის ბრალდებით - ხელვაჩაურის რაიონში, ხოლო წარსულში ნასამართლევი ნუგზარ ფ. და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი აბდულ ფ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.

ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 578 გრ ტროტილი, ასევე, 4 კგ და 344 გრამი ტროტილისა და გვარჯილის ნარევი, რომელიც ვარგისია გამოყენებისთვის. სამართალდამცველებმა კუსტარულად დამზადებული რევოლვერი 7 საბრძოლო ვაზნით, საბჭოთა წარმოების, „ტოზ 8 ემ“-ის მოდელის კუსტარულად გადაჭრილი შაშხანა და ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 10,083 გრ გამომშრალი მარიხუანაა. ასევე ამოღებულია 14 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 23, 167 გრ გამომშრალი მარიხუანაა.