აქტუალური
მიხეილ ხუბუტია: „ვთხოვდი, რომ ჩემიანებთან მივეშვი! ის კი დედას მაგინებდა და მდგომარეობიდან გამოვყავდი! ჩანს, როგორ მკრა ხელი! ჩანს, როგორ იგინება! მერე მე ვკარი ხელი!“

1-tavaduri-aqtual-3საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. „რუსეთში ქართველთა კავშირის“ პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია კომენტარს უკეთებს ამასწინანდელ ინციდენტს, რომელიც თბილისში, რესტორან „თავადურში“ შეემთხვა (დაკოპირებულია ხუბუტიას Facebook-ის გვერდიდან):

„ყველას ბოდიშს ვუხდი, ვისაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესება სურს! არიან ცუდი ადამიანები, რომლებიც მოისყიდეს, თანაც, ძალიან იაფად! ნახეთ ვიდეო, აქ მკაფიოდ ჩანს, რასაც აკეთებდნენ! მეორე ნაწილიც იქნება. მას რომ ნახავთ, გადაირევით! ეს ადამიანები და მათი შემკვეთები ყველანაირად უშლიან ხელს ახალ ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგებაში! სწორედ ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული ეს პროვოკაცია! ვიღაც ამბობდა, რომ სადღეგრძელოს გამო მცემეს, ვიღაც ირწმუნებოდა, რომ ფეხმძიმე ქალს დავარტყი! ამასთან, რესტორნის ერთ-ერთმა ტანამფლობელმა თქვა, რომ ღმერთმა საჩუქრად გაუგზავნა ხუბუტიას თავი რესტორანში! პროვოკაცია სწორედ მისგან მოდის! გაუმარჯოს რუსეთს! გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობას!!! ღმერთი ყველაფერს ხედავს! ხოლო პოლიცია ისეთია საქართველოში - არცკი მოველოდი, ყოჩაღ!“

ხუბუტიამ ასევე „ფეისბუქზე“ განათავსა მომხდარის ვიდეოჩანაწერის ნაწილი და და შემდეგი ანოტაცია დაურთო (ვიდეო იხ. აქ):

„ეს პირველი ნაწილია, სადაც სიგარეტით ვბრუნდები! მე მას ვთხოვდი, რომ ჩემიანებთან მივეშვი! ის დედას მაგინებდა და მდგომარეობიდან გამოვყავდი! ჩანს, როგორ მკრა ხელი! ჩანს, როგორ იგინება! მერე მე ვკარი ხელი! მეორე ნაწილიც მალე იქნება!“