აქტუალური
საქართველოს სამ სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკული საგანმანათლებლო პროგრამები განხორციელდება. გაიცემა 12.5 მილიონი $ გრანტი პროფესიული განათლების პროვაიდერებისთვის, განხორციელდება 760 000 $ ტექნიკური დახმარების პროგრამა

1-programi-aqtual-1საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. აღნიშნული სიახლეების შესახებ  "ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს" სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე აღინიშნა.
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა  მაგდა მაღრაძემ ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წლის შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა.

პრეზენტაციაზე ხაზი გაესვა უმაღლესი განათლების პროექტს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“, რომელიც 2015 წლიდან საქართველოს სამ სახელმწიფო უნივერსიტეტში: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განახორციელებს ბაკალავრიატის ამერიკულ საგანმანათლებლო პროგრამებს ელექტრულ ინჟინერიაში, ქიმიასა (ბიოქიმიის განხრით), კომპიუტერულ ინჟინერიაში, სამოქალაქო ინჟინერიასა და სამრეწველო მშენებლობაში. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ განათლებას და დიპლომებს. აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის კომპაქტიდან 30 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება მოხდება.