რელიგია
ინტრონიზაციის 37- ე წლისთავი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს პრემიერ-მინისტრმა მიულოცა

1-Intro-saz-2-rel-2საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. პრემიერმა ღარიბაშილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სათავეში ყოფნის 37 წლისთავი მიულოცა.

„თქვენო უწმინდესობავ, ნება მომეცით, დიდი სიყვარულით მოგილოცოთ აღსაყდრებიდან 37 წლის იუბილე... ჩვენ ბედნიერი ერი ვართ, რომ გვყავს ისეთი ღირსეული სულიერი წინამძღვარი, როგორიც ჩვენი პატრიარქია. თქვენ ყველას კაცთმოყვარეობის, მიმტევებლობის, პატრიოტიზმის, მამულიშვილობის და სიყვარულის მაგალითს გვაძლევთ. თქვენი ღვაწლი ჩვენი სამშობლოს წინაშე ფასდაუდებელია. მინდა, მთავრობისა და მხედრობის სახელით კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღე, გისურვოთ მხნეობა და დიდხანს სიცოცხლე. მჯერა, თქვენი ლოცვა-კურთხევით ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება",- მიმართა პრემიერმა პატრიარქს. 
პატრიარქის აღსაყდრების 37-ე წლისთავსა და წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღესთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას სვეტიცხოველში ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.