სამართალი
სოფელ მუხურში ყაჩაღური თავდასხმა და მკვლელობა მოხდა
1muxuri-sam-3-axსაქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის ინფორმაციით, შეიარაღებული პირები გულისკირიების ოჯახში შეიჭრნენ და ფულს და ოქროს მოითხოვდნენ. თავდასხმის შედეგად მოკლულია 55 წლის თამაზ გულისკირია, დაჭრილია მისი ვაჟი და ზუგდიდის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მეუღლე კი, რომელიც ასევე მძიმე მდგომარეობაშია, საავადმყოფოში ვერ გადაიყვანეს.  5 შეიარაღებული პირს, რომელიც ფულის და ოქროს გამოძალვის მიზნით გულისკირიების სახლში შეიჭრა, ადგილზე ოჯახის 3 წევრი დახვდა და თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია. თამაზ გულისკირია თავდამსხმელებმა ცემით მოკლეს. გარდაცვლილს წამების კვალი აღენიშნება.